ინიესტა: "ყველაფერი "კამპ ნოუზე" გადაწყდება"

ინიესტა: "ყველაფერი "კამპ ნოუზე" გადაწყდება"

გუშინ "სტემფორ ბრიჯზე" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში "ჩელსიმ" კატალონიის "ბარსელონას" უმასპინძლა. "ლურჯებმა" მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოახერხეს (1:0). მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე დიდიერ დროგბამ გაიტანა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა კატალონიელთა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ: ""ჩელსი" კარგად თამაშობდა მოედნის საკუთარ ნახევარზე, მაგრამ ჩვენ შექმნილი მომენტების რეალიზება გვმართებდა. მეტოქემ შესანიშნავად გამოიყენა თავისი შანსი."

 

"თადარიგში საპასუხო მატჩი გვაქვს. ყველაფერი "კამპ ნოუზე" გადაწყდება. საკუთარი მოედნის უპირატესობა გვექნება, ამიტომ უფრო აგრესიულად მოქმედება გვმართებს." - ციტირებს ინიესტას სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.

 

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს "ბარსელონასა" და "ჩელსის" საპასუხო შეხვედრას "კამპ ნოუ" უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.