დანი ალვეში: კარგი თამაში ყოველთვის ჯობნის ძალას

დანი ალვეში: კარგი თამაში ყოველთვის ჯობნის ძალას

"ბარსელონა” სრულიად დამსახურებულად გავიდა ფინალში კარგი თამაშის გამო-აცხადებს ბრაზილიელი მცველი. ალვეშს სწამდა რომ "ბარსას” შეტევითი ფეხბურთი შესაძლებლობას იძლეოდა "ჩელსის” ძლიერი დაცვა გაერღვია და ფინალში გასულიყო, რაც ასეც მოხდა.

ბრაზილიელი მცველისთვის დაღი არ დაუსვია ჰიდინკის მიერ დაყენებლ ტაქტიკას, რომელიც ავალდებულებდა ფეხბურთელებს დაცვაში ეთამაშათ და კონტრ-შეტევებზე აეგოთ თამაში. იგი ფიქრობს, რომ ეს მატჩი მართალია დიდი გაჭირვებით მიიყვანეს ფრემდე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან "ბარსა” ფინალშია სრულიად დამსახურებულად.

"დღეს გაიმარჯვა ძლიერმა. მართალია "ჩელსი” ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, მაგრამ "ბარსა” მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდა, ბურთს ფლობდა და უტევდა. ჩვენ ვთამაშობდით ხარისხიან ფეხბურთს რამაც შედეგი ბოლო წუთს გამოიღო”.

ამჟამად "ბარსელონა” ძალიან კარგ ვითარებაშია ტიტულების მოპოვების შესაძლებლობებით. "ბარსა” ფინალშია კოპა დელ რეის თასზე, ჩემპიონთა ლიგაზე და 7 ქულით უსწრებს უკან მდევარ რეალს ლა ლიგაში, სადაც ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.

"ასეთი შესაძლებლობები ცხოვრებაში ხშირად არ გვეძლევა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ისინი, ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ უფრო ბეჯითად, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. ჩვენ ვართ ძალიან გახარებულები, იმით რაც მოხდა”-დანი ალვესი.

წყარო www.goal.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.