რომის ოლიმპიური სტადიონი მასპინძლობს საუკეთესოებს

რომის ოლიმპიური სტადიონი მასპინძლობს საუკეთესოებს

მიმზიდველმა, შეტევითმა ფეხბურთმა დაიპყრო ჩემპიონთა ლიგა. 27 მაისს რომი ერთად შეყრის ორ გუნდს, რომლებმაც დამსახურებულად მოიპოვეს ლიგის ფინალის საგზური. რომში ის ორი გუნდი გაემგზავრება, რომლებიც არიან საუკეთესოები თავიანთ ქვეყნის ჩემპიონატებში და ჩემპიონთა ლიგაზე.

გოლების ძებნაში

ორივე ფინლისტის მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს და ხოსეპ გვარდიოლას სჯერათ, რომ გოლები ფეხბურთის მთავარი არსია.

"ბარსელონა”—-Top scorer

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს” საკამოდ კარგი შედეგი აქვს გოლების მხრივ ლიგაზე, (18 გოლი) კატალონიის "ბარსელონა” მაინც რჩება ყველაზე მეტი გოლის გამტან გუნდად. (30 გოლი)

ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ

რომის ოლიმპიკო არა მარტო საუკეთესო გუნდებს, არამედ ფიფას რეიტინგში წლის პირველ და მეორე ფეხბურთელებს მასპინძლობს. ფინალი არა მარტო ჩემპიონის ვინაობას გამოავლენს არამედ იგი პირადი ტიტულების მომტანიც იქნება ფეხბურთელებისთვის.

ლიონელ მესი-ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი

ლიონელ მესიმ ლიგის ბომბარდირობა თითქმის უკვე გაინაღდა, რადგან მას 8 გოლი აქვს გატანილი , ხოლო "მანჩესტერიდან” კი საუკეთესო ბომბარდირი კ.რონალდოა 4 გოლით და მესი იმ შემთხვევაში დათმობს ბომბარდირობას თუ რონალდო ფინალში მინიმუმ პოკერს შეასრულებს, რაც ჩემი აზრით წარმოუდგენელია.

ლიდერები ჩემპიონატებში

"მანჩესტერ იუნაიტედი” და "ბარსელონა” ორივე ლიდერობენ თავიანთ ქვეყნის ჩემპიონატებში თან საკმაოდ მყარად, მათ ორივეს ამ ტიტულამდე ძალიან ცოტა აკლიათ.

წყარო www.fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.