აღდგენითი ვარჯიში

აღდგენითი ვარჯიში


ფეხბურთელებმა, რომლებმაც გუშინ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართეს. დანარჩენები კი ”მალიორკასთან” გასამართ მატჩზე ფიქრობდნენ. ვარჯიშში მონაწილეობა ასევე ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებმა, ტელიომ, მუნიესამ, ბარტრამ, მონტოიამ, ჯონათან დოს სანტოსმა და სერხი რობერტომ მიიღეს.

”ბარსას” პირველი გუნდი დღეს დილით ვარჯიშს შეუდგა. ლეო მესი, რომელმაც გუშინ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და სესარის ისტორიული რეკორდი მოხსნა ასევე მონაწილეობდა სიუტატ ესპორტივაზე გამართულ ვარჯიშში. გუნდმა სესია ძლიერი წვიმის ქვეშ ჩაატარა.

ის ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინ დაისვენეს სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ და ”მალიორკასთან” გასამართ შეხვედრაზე ფიქრობდნენ. სესიაზე ”ბარსელონა ბ”-ს 6 ფეხბურთელი იმყოფებოდა: კრისტიან ტელიო, მარკ მუნიესა, მარკ ბარტრა, მარტინ მონტოია, ჯონათან დოს სანტოსი და სერხი რობერტო.

ხუთშაბათი  - დასვენების დღე

ვარჯიშის შემდეგ პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელებს ერთ დღიანი დასვენება მისცა. გუნდი ვარჯიშს პარასკევს დაუბრუნდება. ”მალიორკაში” გამგზავრებამდე გუნდი ბოლო ვარჯიშს დილის 11 საათზე გამართავს. სესია დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. ვარჯიშის შემდეგ პეპ გვარდიოლა პრეს-კონფერენციას გამართავს.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=T2NyuF9h0RY]

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.