მეექვსე ფინალი

მეექვსე ფინალი

კატალონიის "ბარსელონა”ჩემპიონთა თასის ფინალში მეექვსედ ითამაშებს და ეცდება ისტორიაში მესამედ მოიგოს ეს ტიტული.პარიზში და ლონდოში წარმატებისა და ბერნში, სევილიაში და ათენში წარუმატებლობის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებს კლუბის ისტორიში მეექვსედ აქვთ შანსი ლიგის მოგებისა, რომელიც გაიმართება რომში. პეპ გვარდიოლას სახელი კი შეიძლება სამუდამოდ ჩაიწეროს "ბლაუგრანას” ისტორიაში თუ "ბარსელონა” მოახერხებს "მანჩესტერ იუნაიტედის” ძლევას. პეპისთვის ეს ფინალი პირველია , მანამდე ბარსელონა ფინალში გაიყვანა ენრიკე ორიზოლამ და ტერი ვენაბლესმა, რომლებმაც თავიანთი ფინალები წააგეს და იოჰან კრუიფმა და ფრანკ რაიკაარდმა. კრუიფმა ერთი მოიგო და ერთიც წააგო, ხოლო რაიკაარდმა ეს ერთადერთი შანსი გამოიყენა.

1960-1961 წლები. ჩემპიონთა თასის ფინალი. ბერნი-”პირველი გულის გატეხვა”. "ბარსელონა”-”ბენფიკა”:2-3

მას შემდეგ რაც მადრიდის "რეალმა” ზედიზედ 5 ჯერ მოახერხა ჩემპიონთა თასის მოგება, 1960-1961 წლების ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "ბენფიკა” და "ბარსელონა”, ამ დროს "ბარსას” წვრთნიდა ენრიკე ორიზოლა. ეს თამაში "ბარსელონასთვის” კარგად დაიწყო. სანდორ კოცსისის გოლის წყალობით "ბარსა” დაწინაურდა, მაგრამ "ბენფიკამ” სწრაფადვე შემოაბრუნა თამაში და ხოსე აგესის, მარიო კოლუნას და ანტონი რამალეტესის გოლების წყალობით 1-3 დაწინაურდა. "ბარსელონამ” ერთი გოლი ზოლტან ქზიმორის წყალობით გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა თამაშის მოსაგებად.

1985-1986 წლები, ჩემპიონთ თასის ფინალი, სევილია-”დაკარგული შესაძლებლობა”. "ბარსელონა”-”სტიაუა”:0-0 და წაგებული პენალტების სერია.

"ბარსელონას” მიერ ნათამაშები პირველი ლიგის ფინალის 25 წლის თავზე ტერი ვენაბლესის დამოძღვრილმა გუნდმა მოახერხა ფინალში გასვლა, სადაც მოწინააღმდეგედ ბუქარესტის "სტიაუა” შეხვდა. ეს მატჩი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. "სტიაუა” დაცვით სტილზე თამაშობდა, რამაც შედეგი გამოიღო და ძირითადი დრო უგოლოდ 0-0 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში კი "სტიაუას” გაუმართლა და ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.

1991-1992 წლები. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ლონდონი-”პირველი ნადავლი”. "ბარსელონა”-”სამპდორია”:1-0

წაგებული ორი ფინალის მერე "ბარსელონას” მესამედ მიეცა შანსი ლიგის მოგებისა. მაშინ "ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი გახლდათ იოჰან კრუიფი. მიუხედავად იმისა რომ "ბარსელონას” მთელი თამაშის განმავლობაში ჰქონდა დიდი უპირატესობა, გოლი მხოლოდ მსაჯის მიერ კომსენსირებულ დროში გავიდა. გოლის ავტორი იყო რონალდ კუმანი, რომელმაც ჯარიმა შეასრულა უბადლოდ. ეს იყო "ბარსელონასთვის” პირველი ლიგის ჩემპიონის ტიტული.

1993-1994 წლები. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ათენი-”ეპოქის დასასრული”.”ბარსელონა”-”მილანი”:0-4

იოჰან კრუიფის "Dream Team”-ი გაემგზავრა ათენში ფინალის სათამაშოდ. ამ გუნში თამაშობდნენ: პეპ გვარდიოლა, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდ კუმანი და რომარიო. "ბარსელონა” შეებრძოლა ფაბიო კაპელოს "მილანს”, სადაც გამანადგურებელი ანგარიშით 0-4 დამარცხდა. მაშინ გოლები გაიტანეს: 2-დანიელე მასარომ, სავიჩევიჩმა და მარსელომ.

2005-2006 წლები. ჩემპიონთა ლიგის ფინალი. პარიზი-”მეორედ გაჩემპიონება”. "ბარსელონა”-”არსენალი”:2-1

"ბარსამ” კლუბის ისტორიაში მეორედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა საფანგეთის დედაქალაქ პარიზში ლონდონის "არსენალის” წინააღმდეგ. მაშინ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ფრენკ რაიკაარდი. ის თამაში დრამატულად წარიმართა. ლემანის გაძევების შემდეგ "არსენალი” კემპბლემა დააწინაურა. "ბარსელონამ” მხოლოდ 75-წუთზე შეძლო გათანაბრება ეტო’ოს გოლის წყალობით, ხოლო შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა – ბელეტიმ კი გამარჯვების გოლი მოუტანა კატალონიელებს.

წყარო www.fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.