Chelsea vs Barcelona: იცოდით…?

Chelsea vs Barcelona: იცოდით…?

ამ საღამოს გახდება ცნობილი ჩემპიონთა ლიგის ამ წლის გათამაშების მეორე ფინალისტის ვინაობა, რომელიც გადაწყდება ლონდონში-სტემფორდ ბრიჯზე თბილისის დორით 22-45 წუთზე.თამაშის დაწყებამდე მოდით რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებლს გადავავლოთ თვალი.
"ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში სულ 9 ჯერ გავიდა, "ჩელსი” მხოლოდ 4 ჯერ.
"ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზე სახლში არ დამარცხებულა ზედიზედ 17 თამაშია 2005-2006 წლების შემდეგ. იმ სეზონში იგი "ბარსელონამ” გამოაგდო ლიგიდან სტემფორდ ბრიჯზე 2-1 მოგებით.
"ბარსელონამ” ბოლოს "ჩელსისთან” 2006 წლის 19 ოქტომბერს იგემა წაგება, ანგარიშით 0-1. "ჩელსიმ” ის თამაში დიდიე დროგბას გოლის წყალობით მოიგო.
"ჩელსიმ” ესპანეთის გუნდებიდან ბოლოს "ვალენსიასთან” ითამაშა 2007 წლის სეზონში.
"ბარსელონამ” ევროპულ საკლუბო ტურნირების ნახევარ-ფინალში ინგლისურ კლუბებთან მხოლოდ 2 ჯერ ითამაშა. პირველად 2000-2001 წლების უეფას თასის გათამაშებაზე "ლივერპულის” წინააღმდეგ და მე-2-ედ შარშან ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ. ორივე შეხვედრა სტუმრად "ბარსელონამ” 1-0 წააგო.
მიუხედaვად ნოუ კამპზე დამთავრებული უგოლო შეხვედრისა ლიონელ მესი ისევ ლიდერობს ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ბომბარდირებს შორის 8 გატანილი გოლით.
"ბარსელონას” ლიგაზე აქვს ყველაზე მეტი 29 გატანილი გოლი 11 თამაშში, საშუალოდ 2.64 გოლი ერთ თამაშში. "ჩელსის”კი მხოლოდ-19, საშუალოდ 1.73 ერთ თამაშში. ორივე გუნდს აქვს ყველაზე ნაკლები 12 გოლი გაშვებული. საშუალოდ 1.09 ერთ თამაშში
ჩავი ერნანდესი და ფრეკ რიბერი ლიდერობენ ლიგაზე 6-6 საგოლე პასით ამ სეზონში და იმის გამო, რომ რიბერის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დაასრულა "ბარსელონასთან” დამარცხებით, ჩავის მეტი შანში აქვს იყოს ბომბარდირი საგოლე პასების რაოდენობით.
ბოლოს ამ მატჩს განსჯის ნორვეგიელი მსაჯი ტომ ჰენინგ ოვრებო, რომელმაც იმსაჯა "ბარსელონა” – "ლიონს” შორის 5-2 დამთავრებული შეხვედრაში. მისთვის ეს თამაში მე-6 იქნება წელს ლიგაზე. მას დაეხმარებიან ასევე ნორვეგიელი გეირ ჰოლენი და დაგ-როჯერ ნებერი.

წყარო www.fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 20 სექტემბერი 2020 20:28
    0
    ზდ ზდ
    Culé [?]
    #1 18 თებერვალი 2018 14:05
    1
    ეს მსაჯი ისე გვიჯიგრებს განცვიფრდებით laughing laughing laughing laughing