ჩიკი ბეგირისტაინი: სასიამოვნო დღე…

ჩიკი ბეგირისტაინი: სასიამოვნო დღე…

კატალონიის "ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა შაბათს გამართულ ელ-კლასიკოზე ვერ მოახერხა მისვლა და იმ სიამოვნების მიღება, რაც მას იქ მოელოდა, რადგან იგი იმყოფებოდა მინიესტადის სტადიონზე "ბარსა ატლეტიკის” მატჩზე. ჩიკის თქმით იქ ყოფნაც ძალიან სასიამოვნო იყო, რადგან ამ დღეს "ბარსა ატლეტიკმაც” ძალიან საჭირო ქულები აიღო, თან ელ-კლასიკო იყო და ყველამ კარგად იცის როგორც დამთავდა ის მატჩი, მას უნდოდა პირადად მიელოცა "ბარსელონას” მთელი კოლექტივისთვის ეს ბრწყინვალე გამარჯვება.

ბეგირისტაინის თქმით: "სანტიაგო ბერნაბეუზე მოგებულმა 2-6 თამაშმა დაგვანახა რომ ყველაფერი სწორად იყო გაკეთებული. "ბარსას” ეს ბრწყინვალე გამარჯვება ჭკვიანური ტაქტიკის დამსახურებაა, თუმცა მარტო ტაქტიკა არაფერს არ ნიშნავს, ყველამ გასაოცრად ითამაშა, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნახევარ-დაცვისა და მესის თამაში”.

ჩიკიმ ასევე ისაუბრა ჩემპიოინთა ლიგაზე ლონდონში გასამართ მატჩზე: "თუ ჩვენ გოლს გავიტანთ ჩელსის კარში ძალიან დიდი შანსი გვექნება ფინალში სათამაშოდ, ხოლო თუ ამ თამაშში გავალთ, ჩვენ შემდეგ უკვე დამშვიდებულები ვითამაშებთ ლა ლიგაზე ვილიარეალის წინააღმდეგ, ხოლო მას შემდეგ მოდის კოპა დელ რეის ფინალი, სადაც ბიოლბაოს ატლეტიკს დავუპირისპირდებით და იმედი მაქ იმ თამაშსაც მოვიგებთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დიდ წარმატებას მივაღწიოთ.

წყარო www.fcbarcelona.cat

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.