ჩავი სეგარას რეკორდს უახლოვდება

ჩავი სეგარას რეკორდს უახლოვდება

თუ ჩავი ერნანდესი ოთხშაბათს "ელ კლასიკოში" მიიღებს მონაწილეობას, ეს იქნება ჩავის 31-ე მატჩი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ და იგი გაუთანაბრდება ჟოან სეგარას, მადრიდელების წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით.

 

წინა კვირაში გამართული "კლასიკო", ჩავისთვის 30-ე იყო და იგი გაუთანაბრდა მიგელს. თუ გვარდიოლას ოთხშაბათსაც ათამაშებს ერნანდესს, მაშინ ჩავი ჟოან სეგარასაც გაუთანაბრდება. ცნობისთვის სეგარამ 1949-1964 წლებში, 31-ჯერ ითამაშა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ.

 

ჟოან სეგარამ მადრიდელების წინააღმდეგ 21 მატჩი ლა ლიგაში ჩაატარა, 8 ესპანეთის თასზე, ხოლო 2 ევროპის თასზე. ლეგენდარულმა კაპიტანმა სულ "ბლაუგრანას" მაისურით 528 შეხვედრა ჩაატარა.

 

რაც შეეხება ჩავის, იგი "სამეფო კლუბს" 23-ჯერ "პრიმერაში" დაუპირისპირდა, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო 2-2 მატჩი ესპანეთის თასზე და ესპანეთის სუპერ თასზე გამართა. "ბარსას" ვიცე-კაპიტანს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი გოლი აქვს გატანილი "კლასიკოში". ერთ-ერთი გოლი მან 2003/04 წლებში გაიტანა, რონალდინიოს საოცარი პასის შემდეგ. ჩავიმ ისტორიულ 5-0-ის მატჩშიც შეაგდო 1 ბურთი. ერნანდესი საგოლე პასებითაც გამოირჩევა. 2008/09 წლების სეზონის კლასიკოებში, მან რამდენიმე შესანიშნავი გადაცემა გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.