მესის მე-300 მატჩი

მესის მე-300 მატჩი


2004 წლის 16 ოქტომბერს ლეო მესის ”ბარსელონას” პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ოთხშაბათს არგენტინელი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ”ბარსას” მაისურით მე-300 შეხვედრას გამართავს. მაშინდელმა 17 წლის ბიჭუნამ ამ დროისთვის 299 მატჩში 217 გოლის გატანა შეძლო და ზედიზედ სამჯერ ”ოქროს ბურთი” მოიგო.

პრიმერას 2004/05 სეზონის მე-7 ტურის მატჩში ”ბარსელონა” ”ესპანიოლის” წინააღდმეგ თამაშობდა გასვლით მატჩში. ფეხბურთელების ტრავმების გამო რაიკაარდი იძულებული გახდა ფილიალის ფეხბურთელებისთვის ეხმო - რუბენი, პენი, დამი, კრისტიანი და მესი. უკანასკნელმა ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2000 წლის 14 დეკემბერს ხელსახოცზე მოაწერა და მას შემდეგ მისი კარიერა უზარმაზარი ტემპებით წინ მიიწევს. იმ სეზონში ის დუბლების შეუცვლელი ფეხბურთელი იყო, გუნდს კი პერე გრატაკოსი წვრთნიდა.

იმ საღამოს რაიკაარდის მიერ 5 გამოძახებული ფეხბურთელიდან დებიუტი მხოლოდ ლეო მესის ჰქონდა. ის მოედანზე 82-ე წუთზე დეკუს ნაცვლად შევიდა, რომელიც მატჩის ერთადერთი გოლის ავტორი იყო.

მისი პირველი სეზონი

2004/05 წლის სეზონში ლეო მესიმ9 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა: პრიმერას 7 მატჩში და ჩემპიონთა ლიგის და სამეფო თასის თითო-თითო შეხვედრაში. პრიმერას 34-ე ტურში ლეო ”ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონატში გოლის გატანა შეძლო. ლეომ გოლი ”ალბასეტეს” კარში გაიტანა 17 წლის, 9 თვისა და 7 დღის ასაკში. ეს რეკორდი მოგვიანებით ბოიან კრკიჩმა გააუმჯობესა.

აპოთეოზი გვარდიოლას გუნდში

2008-09 სეზონამდე, სანამ გუნდის მწვრთნელი პეპ გვარდიოლა გახდებოდა ლეო მესიმ 110 შეხვედრაში 42 გოლის გატანა შეძლო. ის მაშინ გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მაგრამ მცირედით დეკუს და რონალდიონიოს ჩრდილში იყო. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. არგენტინელი გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და გახსნა მისი საფეხბურთო შესაძლებლობები. პეპ გვარდიოლას გუნდში 189 ჩატარებულ მატჩში ლეომ 171 გოლი გაიტანა.

რეკორდები და კვლავ რეკორდები

 - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 100 გოლის გატანა შეძლო ოფიციალურ მატჩებში: 22 წლის (2010 წლის 16 იანვარი)

 - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 200 გოლის გატანა შეძლო ოფიციალურ მატჩებში: 24 წლის (2011 წლის 1 ნოემბერი)

 - ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში მიიღო ”ოქროს ბურთი”, ფიფას ჯილდო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, პიჩიჩის ტიტული და ”ოქროს ბუცი” (2009/10 სეზონი).

 - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც 3 ”ოქროს ბურთი” მოიგო: 24 წლის (2012 წლის 9 იანვარი)

 - საუკეთესო ბომბარდირი ოფიციალურ მატჩებში ერთ სეზონში: 53 გოლი 2010/11 წლის სეზონში (31 პრიმერაში, 12 ჩემპიონთა ლიგაზე, 7 ესპანეთის თასზე და 3 ესპანეთის სუპერთასზე)

 - ”ბარსას” საუკეთესო ბომბარდირი საერთაშორისო ტურნირებზე: 48 გოლი (43 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ევროპის სუპერთასზე და 4 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე)

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.