სესკმა "ბარსას" მე-100 გოლი გაიტანა ამ სეზონში

სესკმა "ბარსას" მე-100 გოლი გაიტანა ამ სეზონში

კატალონიის "ბარსელონამ" გუშინდელ მატჩში საიუბილეო გოლი გაიტანა ამ სეზონში.

 

გვარდიოლას ფეხბურთელებმა 51 გოლი ლა ლიგაში გაიტანეს, 20 ჩემპიონთა ლიგაზე, 14 სამეფო თასზე, 5 ესპანეთის სუპერ თასზე, 8 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე და 2 ევროპის სუპერ თასზე. საიუბილეო მე-100 გოლის ავტორი ცესკ ფაბრეგასი გახდა, რომელმაც გუშინ პირველად ითამაშა კატალონიურ დერბიში. ბარსამ 2011/2012 წლების  სეზონში საერთო ჯამში 31 შეხვედრა ჩაატარა და 100 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 3.23 გოლს უდრის.

 

71 გოლი ლა ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში

"ბარსამ" 51 გოლი გაიტანა ლა ლიგის 17 შეხვედრაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯფუფურ ეტაპზე, 6 მატჩში მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.

 

მაქსიმალური შედეგიანობა თასზე 

გვარდიოლას გუნდი ყველაზე შედეგიანი სამეფო თასზეა. მათ საშუალოდ შეხვედრაში 4.66 გოლი გააქვთ.  1/32 ფინალში ბარსამ "ოსპიტალეტს"  10 გოლი გაუტანა, ხოლო " ოსასუნას" ჯერ მხოლოდ 4.

 

გოლები საკლუბო ჩემპიონატზე 

"ბარსამ"  მსოფლიოს საკლუბო ჩემპონატზე ჩატარებულ ორივე შეხვედრაში 4-4 გოლი გაიტანა. ჯერ ნახევარფინალში "ალ სადს" მოუგო 4-0, შემდეგ კი ფინალში ბრაზილიური "სანტოსი" დაამარცხა ანალოგიური ანგარიშით.

 

7 გოლი სუპერ თასებზე 

კატალონიელებმა ევროპის სუპერ თასზე "პორტუ"  2-0 დაამარცხეს, ხოლო ესპანეთის სუპერ თასზე მადრიდის "რეალთან" ორივე შეხვედრაში 5 გოლის გაიტანეს. "ბერნაბეუზე" მატჩი 2-2 დასრულდა, ხოლო "კამპ ნოუზე" 3-2 მასპინძელთა სასარგებლოდ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.