ვალდესი მესამეა მსოფლიოში

  • 4-01-2012, 22:01
  • ვალდესი მესამეა მსოფლიოში

    ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ დაასახელა 2011 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები. კატალონიის "ბარსელონას" კიპერი ვიქტორ ვალდესი სიაში მესამეა. პირველი ადგილი მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების მეკარე, იკერ კასილიასმა დაიკავა. მეორე ადგილზე კი "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების მეკარე, მანუელ ნოიერი იმყოფება.

     

    რაც შეეხება ბოლო ათწლეულის საუკეთესო მეკარეებს, პირველ ადგილს ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი იკავებს. ვალდესი კი მხოლოდ მეცხრე პოზიციაზეა.

    უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსას" კიპერს აქვს შანსი,  "ზამორას" პრიზი ზედიზედ მეხუთედ მოიგოს.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.