"უესკა" 0:1 "ბარსა ბ"

"უესკა" 0:1 "ბარსა ბ"

"ბარსა ბ"-მ "უესკასთან" მატჩში მნიშვნელოვანო 3 ქულა მოიპოვა რივაროლას გოლის წყალობით. 

ეუსებუოს გუნდმა ეს მატჩი 5 ფეხბურთელის დანაკლისით ჩაატარა. სერხი რობერტომ და კრისტიან ტელომ ტრამვები "გვადალახარასთან" მატჩში მიიღეს, ილიესა და სორიანოს კი უკვე დიდი ხანია ტრავმა აწუხებთ. ისააკ კუანკეა კი პირველ გუნდთან ერთად იყო.

 

პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. დიდი უპირატესობას არცერთი გუნდი არ ფლობდა. ბევრი  შანსი ჰქონდა 17 წლის დეულოფეუს, მაგრამ სამწუხაროდ ვერცერთის გამოყენება ვერ შესძლო. რეალური შანსები ჰქონდათ რაფინიასა და კარმონას. შანსები "უესკას" ფეხბურთელებსაც მიეცათ, მაგრამ მათ ვერ შესძლეს ამ მომენტების რეალიზაცია.

 

მეორე ტაიმი კი მაღალ ტემპში დაიწყო და 4 წუთში გოლი გავიდა. რივაროლას ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეორე ტაიმში "უესკის" ფეხბურთელებს ჰქონდათ 3 რეალური შანსი, მაგრამ "ბარსა ბ"-ს მეკარე ოიერმა თავი გამოიჩინა. მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ფურთს მთლიანად "ბლაუგრანელები" ფლობდნენ, თითქოსდა მათ გარდა მოედანზე არავინ ყოფილიყო. დეულოფეუს ჰქონდა კიდევ ერთი კარგი შანსი, მაგრამ "უესკის" მეკარე კარბერო არ ჩამორჩა ოიერს. მატჩის  84-ე წუთზე მოედანზე კიკო ფემენია გამოვიდა დეულოფეუს ნაცვლად, რომელიც მოედნიდან ტაშით გააცილეს. სწორედ იგი გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. 

 

ამ მატჩშის შემდეგ "ბარსა ბ"-ს 11 ქულა დაუგროვდა და მე-15 ადგილზე გადაინაცვლა "ვილიარეალ ბ"-სთან ერთად..

 

"უესკა": კარბერო, რაფელ სასტრე, ხოსესტხო, რივასი, კლავერო, სორიბას(ხოკინი 56), ელგერა(ლუის სასტრე 73), ბაუზა(ტონი 68), კამაჩო, რობერტო, ტარიკი.

 

"ბარსა ბ": ოიერი, მონტოია, ბარტრა, მუნიესა, პლანასი, დოს ანტოსი, კარმონა, რივეროლა(ლედეში 92), ლობატო(ესპინოსა 62), დეულოფეუ(კიკო ფემენია 84), რაფინია.

 

გოლები: 0:1 რივეროლა 49.

მსაჯი: ლესმო ლოპეზი.

გაფრთხილება: სარიბასი(41), ელგერა(55).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.