კულტურული ქომაგობა, ანუ სიგიჟე და გადარეულობა

კულტურული ქომაგობა, ანუ სიგიჟე და გადარეულობა

 

ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ჩემს მიერ დაწერილი სიახლე, რომელიც არ ეხება "ბარსელონას" და ზოგს გაგკვირვებიათ კიდეც, ამ საიტზე ასეთი სახის სტატია რას აკეთებსო. ვფიქრობ გადახვევები ყოველთვის აუცილებელია. ამიტომ დღესაც არ შევეხოთ პირადად კატალონიურ გრანდს და ვისაუბროთ ზოგადად ფეხბურთზე; კერძოდ კი გულშემატკივრობის კულტურაზე. ამის წაკითხვის შემდეგგაიგებთ, თუსად ცხოვრობენ ყველაზე, რბილად რომ ვთქვათ,გიჟი ფანები და ასევე როგორი ატმოსფერო სუფევს მსოფლიოს წამყვან სტადიონებზე უმნიშვნელოვანესი მატჩების მიმდინარეობისას. 

 

ფეხბურთიეს არ არის უბრალოდ სპორტი. ფეხბურთი ისეთი რამაა, რაც გეხმარება ემოციების და შინაგანი ენერგიისდახარჯვაში. მსოფლიოში ნომერ პირველ სპორტის სახეობას ამდენი ფანი რომ არ ჰყავდეს, საერთოდ არ იარსებებდა. წარმოუდგენელია სტადიონი გულშემატკივრების გარეშე და პირიქით. ყველა ქვეყანაში და ყველა ქალაქში სხვადასხვანაირი ფანატები არიან. თითოეულ მათგანს საყვარელი გუნდის ქომაგობის თავისებური კულტურა გააჩნია...

 

რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირის დროინდელ ფეხბურთსა და დღევანდელ ფეხბურთს შორის? მაშინ, ათასნაირი პრობლემების მიუხედავად ხალხი თავის ოჯახებთან ერთად დადიოდა სტადიონზე, რათა ესიამოვნებინა საყვარელი კლუბის ფეხბურთელები და მათგან უკანაც იგივე მიეღო. ასევე ისინი სულ არ ფიქრობდნენ უწმაწური სიტყვების ხსენებაზე რაც წესით უნდა გამოეწვიაწაგებას, ანთუნდაცმოგებას. ამის გამო გულშემატკივრები შეიძლება დასჯილიყვნენ კიდეც. აუცილებელი იყო მიმხვდარიყავი, რომ შენს გვერდით სუსტი სქესის წარმომადგენლები და ბავშვები ისხდნენ.

 

დღევანდელობას რომ შეხედოთ, სტადიონზე თუ გაიგონებ "იდიოტო" ან "დამპალოს, უნდა გიხაროდეს, რადგან ეს ყველაზე "სუსტი" სიტყვებია "მშვენიერი და ლამაზი" სიტყვების სიიდან. ამის გარდა, დღეს სტადიონებზე ძალიან მოიმატა რასიზმმა, რაც წარმოქმნილია მოწინააღმდეგე გუნდის უპატივცემულობის შედეგად, ხოლო შემდეგ, ამ ყველაფერს გულშემატკივრებს შორის ჩხუბი მოჰყვება ხოლმე. გახსოვთ, როდესაც რამდენიმე თვის წინ რობერტო კარლოსს ბანანი ესროლეს? ის თუ იცით რა არაეულობა გამოიწვია არგენტინაში "რივერ პლეიტის" "ელიტადან" გავარდნამ? ბერძენმა ფანებმა ფეხბურთელები რომ სცემეს, ეს თუ გაიგეთ? ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად კულტურულები არიან ხალხი.

 

ინგლისში ფეხბურთზე დიდი ზეიმი არ არსებობს. ბოლო და ბოლოსწინა ადგილზე მყოფი გუნდებიც რომ ხვდებოდნენ ერთმანეთს, სტადიონი მაინც აუცილებლად სავსე იქნება. გულშემატკივრები მღერიან საყვარელი კლუბის ჰიმნებს და რასაც ჰქვია ქომაგობენ მათ.  ამის მიუხედავად არც ბრიტანელები არიან "ანგელოზები" და იქაც ხშირად ხდება არეულობა, თუმცა ახლა არ გვინდა ამაზე...

 

"ბარსელონას" თამაშისას "კამპ–ნოუზე" ყოველთვის ანშლაგია. როდესაც მათი მეტოქე მადრიდის "რეალია", მაშინ ხომ საერთოდ დამცავი ზომები ორმაგადაა მიღებული. "კულეები" ნამდვილად დიდ სიამოვნებას ანიჭებენ მათ საყვარელ ფეხბურთელებს ათასნაირი შეძახილებით და სიმღერებით. ამ ვიდეოში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს.

 

 

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გადარეული ფანები, როგორც ვიცით ინგლისურ "ლივერპულს" ჰყავს. ყველა გუნდის ფეხბურთელმა უნდა ისურვოს თამაშისას ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც მერსესაიდელები საყვარელ მოთამაშეებს ანიჭებენ. გთავაზობთ ვიდეოს, სადაც "ენფილდზე" მასპინძლებმა "ბარსელონა" მიიღეს და შეკრებილმა დამსწრე საზოგადოებამ, ერთად იმღერა ცნობილი სიმღერა, რომელიც ბევრი კლუბის ჰიმნადაა ქცეული, You Will Never Walk Alone.

 

უქომაგეთ და პატივი ეცით თქვენს საყვარელ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელებს. არ დაიშუროთ საქებარი სიტყვები მათი მისამართით, როდესაც ისინი ამას იმსახურებენ, ხოლო როცა ცუდ შთაბეჭდილებას დატოვებენ, უბრალოდ გააკრიტიკეთ და არ გამოიყენოთ უწმაწური სიტყვები, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კარგია. ვუყურებ ევროპაში არსებულ სიტუაციას, თუ როგორ მღერიან და უხარიათ გულშემატკივრებს სტადიონზე ყოფნა და ამა თუ იმ მატჩისთვის თვალ–ყურის დევნება და მეტირება. იმედია საქართველოშიც დაგვიდგება ეს დრო და ვიტყვით: ჩემი საყვარელი კლუბი თბილისის "დინამოა" (ან სხვა რომელიმე) და მათ გარდა, უბრალოდ პატივს ვცემ "ბარსელონას" და მსიამოვნებს მათი ყურებაო. მთავარია ვიბრძოლოთ...ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ...აუცილებლად მოვა ეს დრო...აღმავლობის დრო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.