მარკესი: “უფრთხილდით გუარდადოს”

მარკესი: “უფრთხილდით გუარდადოს”

რაფა მარკესი "დეპორტივოსთან” მატჩისთვის თავის თანაგუნდელებს მოუწოდებს, ყურადღებით ითამაშონ მისივე თანამემამულის – ანდრეს გუარდადოს წინააღმდეგ.

მექსიკელს სჯერა, რომ გალისლიელები კვირის თამაშის დროს შეეცდებიან კატალონიელებზე ზეწოლას და მოუწოდა თანაგუნდელებს განსაკუთრებული ყურადღებისაკენ. "ჩვენ უნდა ვითამაშოთ ფრთხილად და თამაშზე ვიყოთ ფოკუსირებული მთელი მატჩის განმავლობაშ. "დეპორტივოს” ბევრი სახიფათ ფეხბურთელი ჰყავს, მაგალითად – გუარდადო” – აცხადებს მექსიკელი ფეხბურთელი.

ოთხშაბათის ვარჯიშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მარკესმა განაცხადა, რომ ამაყი არის მისი თანამემამულის გალისიურ კლუბში გამოსვლით. "იგი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას დიდი მომავალი აქვს. შესანიშნავი იქნება მის წინააღმდეგ თამაში. მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ ორივე წარმოშობით ატლასიდან ვართ”.

ეტო’ოს დაბრუნება

მარკესი მოხარული არის სამუელ ეტო’ოს დაბრუნებით, რომელსაც ექიმებმა "დეპორტივოსთან” სათამაშოდ მწვანე შუქი მისცეს. "იგი ჩვენთვის ფუნდამენტალური ფეხბურთელია. იგი დაცვას ბევრ თავისუფლებას გვანიჭებს, რადგან იგი ერთ–ერთი არის, რომელიც პრესინგის საშუალებით მოწინააღმდეგის იერიშის დასაწყისშივე ჩაშლას ცდილობს. ამას გარდა, იგი არის ექსტრა კლასის ფეხბურთელი” – აცხადებს მარკესი.

მისი დაბრუნება

5 გამოტოვებული შეხვედრის შემდეგ რაფა მარკესი მინდორს "ესპანიოლთან” თამაშის დროს დაუბრუნდა: "მე ჯერ ჩემი ფიზიკური ფორმით კმაყოფილი არ ვარ. როდესაც მე ნელ–ნელა ვიბრუნებდი ჩემს ფორმას, სწორედ მაშინ შემიშალა ტრავმამ ხელი. ნელ–ნელა მე უკეთ გავხდები, ბოლო მატჩის შემდეგ მე თავს უკეთესად ვგრძნობდი”.

წინ თამაში

რაფა მარკესის ძირითადი პოზიცია არის ცენტრაული მცველი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია ასევე საყრდენ ნახევარმცველადაც თამაში. ასე რომ, ია ია ტურეს დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ან მისი აფრიკის თასზე გამგზავრების შემდეგ, მარკესი მოედანზე ახალ ამპლუაში ვიხილოთ. "მე ფიზიკურად და მორალურად მზად ვარ. ამ პოზიციაზე თამაში მარტო მე არ შემიძლია, ამის გაკეთება ძალუძს ასევე ედმილსონსაც, რომელიც მალე გამოჯანმრთელდება ტრამვისაგან”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.