პუიოლის ინტერვიუ (ნაწილი II)

  • 12-10-2011, 11:12
  • პუიოლის ინტერვიუ (ნაწილი II)

    გთავაზობთ კარლეს პუიოლის ინტერვიუს მეორე ნაწილს, რომელიც მან El Mundo Deportivo-ს გასულ კვირას მისცა.

     

    - როგორ არის თქვენი მუხლი?

    - მშვენივრად. ვგრძნობ, რომ გამოვჯანმრთელდი, ყოველდღიურად უკეთ ვარ და ტკივილებს აღარ განვიცდი. ძალიან გახარებული ვარ ამით.

     

    - ბოლო თვეები რთული იყო თქვენთვის, არა?

    - რვა თვე. განსაკუთრებით რთული იყო პირველი სამი თვე, ვინაიდან მე დავდიოდი ვარჯიშებზე, თავს კარგად ვგრძნობდი და ამის შემდეგ ხელახლა ვხდებოდი ავად. როცა მადრიდელთა წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალში ვითამაშე, უკვე ვიცოდი, რომ ოპერაცია მჭირდებოდა.

     

    - ამდენ ხანს რატომ არ გაიკეთეთ ოპერაცია?

    - როცა ტკივილმა გამიარა, ჩვენ მადრიდელებთან გვიწევდა თამაში, ხოლო ცენტრალური მცველი არ იყო გუნდში. მაშინ სხვა ტრავმა მივიღე დამატებით, რის გამოც ვერ ვითამაშე კოპა დელ რეის ფინალში. შემდეგ იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფნალი და მე გადავწყვიტე ბედი მეცადა. ოპერაციის თარიღის გაწელვა ჩემი გადაწყვეტილება იყო იმ მიზეზით, რომ გუნდს შეიძლება დავჭირვებოდი.

     

    - ვინ გედგათ გვერდში?

    - ყველა ჩემი თანაგუნდელი. მთელი რვა თვის განმავლობაში ყველაზე ახლოს ჩემთან ხუანხო ბრაუ იყო. მე ასევე მყავს ძალიან კარგი მეგობრები და რთულ პერიოდში ისინი მიჭერდნენ მხარს. მე არ ვარ შეუპოვარი ტრავმის დროს.

     

    - მოვიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი და თქვენ არ იყავით სასტარტო შემადგენლობაში. როგორ მიიღეთ ეს?

    - მე თამაშისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ჩემი თანაგუნდელები ჩემზე უკეთეს ფორმაში იყვნენ.

     

    - ღირდა ეს თავგანწირვად?

    - რა თქმა უნდა კი. მე სინდისი მაწუხებდა. ოპერაციის გაკეთებას ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალურ მატჩებს შორის ვგეგმავდი, ვინაიდან ტკივილებს განვიცდიდი და თავს კარგად არ ვგრძნობდი. შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი გუნდის დატოვება არ შემეძლო, მათ გვერდით უნდა ვყოფილიყავი. თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან მეგონა, რომ ნებისმიერ წუთას შეიძლება ჩამეგდო თამაში, არადა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები გვქონდა. ჩემს საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი.

     

    - როგორც ჩანს, ყველაფერს ისე სერიოზულად არ აღიქვამთ, როგორც ამას ადრე აკეთებდით.

    - დიახ, მართალია. ვცდილობ ყველაფერზე არ გავამახვილო ყურადღება.

     

    - როგორ მოახერხეთ შეცვლა?

    - ცხოვრებაა ასეთი. პიროვნულ ეტაპზე რთული პერიოდები გავიარე, რამაც დამაფიქრა იმაზე, რომ არ ჩავკეტილიყავი. ვფიქრობდი ფეხბურთზე ყოველდღე, დღეში 24 საათი. სამუშაოს გარდა კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი რამ არსებობს. ვიქრობ, რომ გარდატეხა მაინც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოხდა.

     

    - შვებას გრძნობთ?

    - ადრე შებოჭილი ვიყავი, რაც ძალიან ცუდია. ჩემს ირგვივ მყოფი ხალხი ამას არ უნდა დარდობდეს.

     

    - შეგიძიათ იმის თქმა, რომ ადრე ფეხბურთით იტანჯებოდით, ახლა კი ტკბებით?

    - დიახ, ძალიან ვიტანჯებოდი. სახლშიც კი ვერ ვივიწყებდი ამას. შემდეგ მივხვდი, რომ ახლა, როცა გუნდი ასეთ უმაღლეს დონეზე თამაშობს, გიჟი უნდა ვიყო, რომ არ დავტკბე ამით!

     

    - რას აკეთებთ მაშინ, როცა ფეხბურთით არ ხართ დაკავებული?

    - მეგობრებთან ერთად ვარ. არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ, ვიქცევით ისე, როგორც ნორმალური ხალხი. ჩემს თავზე ვზრუნავ, ისევე როგორც გარშემომყოფებზე.

     

    - მიუხედავად ჭორებისა, ეროვნულ ნაკრებში თამაშს გააგრძელებთ? როდემდე?

    - არ ვიცი. ტრავმის დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ ნაკრები უნდა დამეტოვებინა. სხვათაშორის, სერიოზულად განვიხილავდი ფეხბურთისთვის თავის დანებებას, "ბარსადან" წასვლას, მაგრამ ახლა, მძიმე რვა თვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, უფრო ძლიერი გავხდი... ასე რომ, არაფერს ვიტყვი...

     

    - როდემდე აპირებთ ფეხბურთის თამაშს?

    - 40 ან 45 წლამდე (იცინის)... კიდევ ბევრი ენერგია მაქვს და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. მაგრამ ახლა თავს ძლიერად ვგრძნობ...

     

    - "ბარსაში' მუდმივად დარჩებით, თუ რამე ახალს მოსინჯავთ?

    - არ ვიცი, დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ აქ დავრჩები კარიერის დასრულებამდე. ამჟამად გუნდში მნიშვნელოვნად ვგრძნობ თავს და ეს ჩემთვის არსებითია. ბოლო თვეების განმავლოაბში გუნდის თამაშს ვადევნებდი თვალს. ფანტასტიკურია ჯდომა და მათი ყურება, მაგრამ ახლა უკვე მათთან ყოფნა მინდა. მე ადგილისთვის მინდა ბრძოლა. თუ ოდესმე თავს აღარ ვიგრძნობ მნიშვნელოვან ფიგურად, ვნახოთ რა მოხდება...



    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.