გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტულია
პეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ ღია თემად რჩება. პრეზიდენტმა როსელმა განაცხადა, რომ მწვრთნელს ნებისმიერ დროს შეუძლია კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება.
პეპმა მინიშნება გააკეთა, რომ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, თუ კლუბი და ფეხბურთელები მის დარჩენას მოითხოვენ. მწვრთნელს სურს, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში კვლავ 1 წლიანი ხელშეკრულება დადოს და შორეულ მომავალზე ფიქრი არ დაიწყოს. გასულ წელს, ამგვარი საუბრების შემდეგ თებერვალში პეპ გვარდიოლამ და მისმა აგენტმა, ხოსეპ მარია ორობიგტმა ”ბარსელონასთან” 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]