რაიკაარდი მიდის?

რაიკაარდი მიდის?

გასული წლის წარუმატებლობამ შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს "ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ბედის გადაწყვეტში. როგორც "sport-express” იტყობინება, ბოლო დროს მისი ურთიერთობა პრეზიდენტ ხუან ლაპორტასთან საკმაოდ დაიძაბა, რის გამოც დიდი შანსია მიმდინარე სეზონი ჰოლანდიელი სპეციალისტისთვის კატალონიურ კლუბში უკანასკნელი აღმოჩნდეს.

რაიკაარის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2009 წელს ეწურება, მაგრამ ამავე კონტრაქტის თანახმად იგი შეიძლება შეწყდეს ერთი რომელიმე მხარის მოთხოვნით. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაპორტამ იოჰან კრუიფს რაიკაარდის ღირსეული შემცვლელის მოძებნა სთხოვა.

ასევე ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რაიკაარდმა თანაშემწესთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა დატოვოს კატალონიური კლუბი.

წყარო: www.sport-express.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.